მწვანე ზონა / Green Zone (2010)/mwvane zona      

ბოევიკი
მწვანე ზონა / Green Zone (2010)/mwvane zona
            სრულად ნახვა


უცნობები/The Strangers (2008/RUS) DVDRip/ucnobeni      

მისტიკა / საშინელებათა
უცნობები/The Strangers (2008/RUS) DVDRip/ucnobeni
            სრულად ნახვა


Shuttle / შატლი      

თრილერი
Shuttle / შატლი
            სრულად ნახვა





ქართული - ონლაინ კინოთეატრი/online films
მთავარი » ქართული
« 1 2 3 4 5 »

კაცი საელჩოდან

დასახელება: კაცი საელჩოდან
გამოშვების წელი: 2006
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: დიმიტრი ცინცაძე
როლებში: ბურგჰარტ კლაუსნერი (ჰერბერტ ნოიმანი), ლიკა მარტინოვა (საშკა), მარიკა გიორგობიანი (ნანა), ირმ ჰერმანი (ფრაუ სპეკი), როლანდ სჩოფერ (ამბასადორი)

ფილმის შინაარსი:
ფილმი მოგვითხრობს ჰერმერტ ნოიმანზე, რომელიც მუშაობს ფინანსურ მრჩევლად გერმანიის საელჩოში საქართველოში. მოსაბეზრებელი ოფისიდან დაბრუნების შემდეგ ცდილობს გაექცეს მოწყენილობას. მისი მონოტონური ცხოვრება მაშინ მთავრდება, როდესაც ის ცამეტი წლის გოგონას ხვდება ბაზარში. შემთხვევითი ნაცნობობა გადაიქცევა მეგობრობად, მაგრამ საზოგადოებაში ეჭვი ჩნდება, რომ საელჩოს თანამშრომელსა და ქუჩის ბავშვს შორის ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით არ შემოიფარგლება...

გამომშვები: საქართველო, სტუდია ”სანგუკო” / ”ტატფილმი” (გერმანია)
ხანგრძლივობა: 01.35.56
გახმოვანება: ქართული

ფილმის თრაილერი

ომი და ქორწილი

დასახელება: ომი და ქორწილი
გამოშვების წელი: 2010
ჟანრი:თრილერი, მელოდრამა, საომარი
რეჟისორი: ზაზა კოლელიშვილი
როლებში: როლანდ ოქროპირიძე, ელენე კოლელიშვილი, აკაკი ხიდაშელი, გივი ჩუგუაშვილი, ლადო მექვაბიშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, გია მუჯირი, დუტა სხირტლაძე, ვახო კანდელაკი...

ფილმის შინაარსი:
ფილმის სიუჟეტი აგვისტოს ომის პარალელურად ვითარდება. ფილმში 92 მონაწილეა დაკავებული. მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები: აკაკი ხიდაშელი, გივი ჩუგუაშვილი, ლადო მექვაბიშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, გია მუჯირი, დუტა სხირტლაძე, ვახო კანდელაკი და სხვები. მეფე-დედოფალს კი როლანდ ოქროპირიძე და ელენე კოლელიშვილი ასახიერებენ. ფილმის ოპერატორია მინდია ერაძე, დამდგმელი მხატვარი - მალხაზ კუხაშვილი, სცენარისტი - პაატა ბერიკაშვილი, დიალოგების ავტორები არიან ნანა ჭავჭანიძე და ნათია გოგოჭური, ფილმის პროდიუსერია თენგო თხილავა. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე. მოხდა გაზეთში გამოქვეყნებული წერილის წაკითხვა რის მიხედვითაც შექმნილია სცენარი.

ფილმის თრაილერი

გაღმა ნაპირი

ინფორმაცია ფილმზე:
ფილმის სათაური: გაღმა ნაპირი
წელი: 2009
ჟანრი: დრამა. სათავგადასავლო
რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი
სცენარის ავტორი: ნუგზარ შატაიძე
დამდგმელი ოპერატორი: შაჰრიარ ასადი
დამდგმელი მხატვარი: მერაბ ჯოხაძე
პროდიუსერები: გიორგი ოვაშვილი, საინ გაბდულინი

როლებში: თედო ბექაური (თედო), გალობა გამბარია (წუპაკი), ნიკა ალაჯაჯევი (გოშკა), თამარ მესხი (მარიამი), ჯანო იზორია (იანგული), ლია აბულაძე (ზიტა), არჩილ თაბუკაშვილი (მაღალი), თემო გოგინავა (დაბალი), ბერდია ინწკირველი (დაური), ლერი ზარდიაშვილი (მძღოლი), ლეილა ქოქოსაძე (მარო ბებო)

ფილმის შესახებ:
12 წლის ბიჭს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილთა თაობას მიეკუთვნება, ცხოვრება მრავალ წინააღმდეგობას უმზადებს. სამოქალაქო ომმა თედოს წაართვა ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე უოცნებია.
ფილმი მოგვითხრობს თედოს მცდელობაზე, დაიბრუნოს იმედი და რწმენა საკუთარ თავში...

ფილმის თრაილერი

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს

ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: რაც ყველაზე ძალიან გიყვარს
გამოშვების წელი: 2008
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: გიორგი ლიფონავა
როლებში: ია ცინაძე,გიორგი კალანდაძე,გიორგი კალანდარიშვილი,ანა სანაია,ვანიკო თარხნიშვილი,თაკო აბაშიძე,შონზო,ნიკა რამიშვილი,დევი დევიძე,თამარ მუმლაძე,ადელინა გოგუაძე,დიმა ტატიშვილი,ვასიკო ოდიშვილი,ნათია წიწილაშვილი,გუგა კახიანი და თორნიკე კალანდარიშვილი პატარა საბას როლში...

ფილმის მიმოხილვა:
„რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" ახალი ქართული საახალწლო კომედიაა. ფილმი „ფორმულა კრეატივის" პროდუქციაა, მთავარ როლებს კი სერიალ „ჩვენი ოფისის" პოპულარული მსახიობები თამაშობენ.ეკრანებზე გამოსვლის დღიდან იგი თითქმის მთელმა საქართველომ იხილა. საინტერესო სიუჟეტი, სასაცილო და ნაცნობი გმირები, საახალწლო განწყობა და ქართული კინოსთვის უჩვეულოდ ხარისხიანი პროდაქშენი, ყველა თაობის მაყურებლისთვის ერთნაირად მიმზიდველი აღმოჩნდა.ფილმში მოთხრობილია სამეგობრო წრის, ახალგაზრდა ოჯახისა და ქართველი ბიზნესმენების საახალწლო სამზადისი. როგორ ხვდებიან ქართველები ახალ წელს, რა გვინდა ყველაზე მეტად საახაწლოდ და რა პრობლემები შეიძლება შეგვექმნას 31 დეკემბერს?

ფილმის თრაილერი

მაიტა ნასოსი

დასახელება : Maita Nasosi / მაიტა ნასოსი
გამოშვების წელი: 2010
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: გია კაჭარავა, სოსო ჯაჭვლიანი.
როლებში: სოსო ჯაჭვლიანი,ნინო გიორგობიანი,გურამ ფირცხალავა,ერეკლე სარღვლიანი,სიკო ჭუმბურიძე,ნიკა არაბიძე,შორენა ბეგაშვილი...

ფილმის შინაარსი:
ფილმი "მაიტა ნასოსი" მთლიანად ეძღვნება სვანების განსხვავებულ იუმორის გრძნობას , სრულად არის გადმოცემული ამ კუთხის ხალხის იუმორი და მხიარული ცხოვრება . ფილმში ბევრი ნაცნობი და პოპულარული მსახიობი მონაწილეობს , რაც უფრო კომედიურს და საინტერესოს ხდის ამ ფილმს


ფილმის თრაილერი

90-60-90 ანუ გოგონა სლაიდიდან

დასახელება: 90-60-90 ანუ გოგონა სლაიდიდან
გამოშვების წელი: 2009
ჟანრი: კომედია
გახმოვანება: ქართული (ორიგინალი)
რეჟისორი: გიგა აგლაძე
როლებში: აზა ბეჟაშვილი,ნათია ახვლედიანი,ზურა ყიფშიძე,ავთანდილ ცქვიტინიძე,კრისტი ყიფშიძე,ეკა ჩხეიძე

აღწერა:
რა არის საჭირო რომ წარმატებული მოდელი გახდე? რათქმაუნდა სილამაზე, თუმცა ამ ფილმის რეჟისორებს სულ სხვაგვარი წარმოდგენა აქვთ. საყვარელ ქალთან დაახლოების მიზნით, წარმატებული, მდიდარი მამაკაცი ქალის სამოსს იცვამს და იმ სააგენტოში მიდის, სადაც მისი სიყვარულის ობიექტი მუშაობს. წარმატებას სამოდელო ბიზნესშიც აღწევს და საბოლოოდ - სიყვარულშიც

ფილმის თრაილერი

გასეირნება ყარაბაღში 

ფილმის შესახებ
დასახელება : გასეირნება ყარაბაღში
ჟანრი : დრამა, მძაფრსიუჟეტიანი
რეჟისორი : ლევან თუთბერიძე
როლებში : მიხეილ მესხი (გოგლიკო),დათო იაშვილი,ნუცა კუხიანიძე (იანა),გიორგი გაჩეჩილაძე,გოგი ხარაბაძე (თენგიზი),ნინო კასრაძე (ნანა).
ქვეყანა : საქართველო

ენა : ქართული, რუსული

ფილმის აღწერა
90იანი წლების დასაწყისის თბილისი. სამოქალაქო ომი, პიკეტები ქალაქის ქუჩებსა და გარეუბნებში. გიო, გოგლიკო, სანდრო და დუდა მეგობრები არიან. ცხოვრობენ 20 წლის ბიჭებისათვის შესაფერისი ინტერესებით - გოგონები, კარტები და კიდევ ერთი ცუდი გატაცება- ნარკოტიკები. ნარკოტიკების ძებნაში გიო და გოგლიკო ყარაბაღში, სომხურ აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდებიან.

ფილმის თრაილერი

კვენტინის სათვალე

ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: კვენტინის სათვალე
გამოშვების წელი: 2008
ჟანრი: გაურკვეველი
რეჟისორი: გიორგი გერსამია
როლებში: ვასილ ოდიშვილი, დონი, ოთარ მიქელაძე, ლევან სუხიტაშვილი, ლაშა ბაბუაშვილი...

აღწერა:
ორ მეგობარს კინოს გადაღება უნდა, მაგრამ მათ ამისთვის არც ფული აქვთ და არც ფულის შოვნის პერსპექტივა. სასტუმროში, რომელშიც ერთ-ერთი გმირი მუშაობს, გავლენიან "მაფიოზის" ძვირადღირებული სათვალე რჩება, რომლის ისტორიაც მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება და ლივორნოელი მეშუშიდან დაწყებული, ტეხასელი ცალყურა ბილით დამთავრებული, უამრავი ხალხის ხელში გაივლის. მეგობრები სათვალის ხელში ჩაგდებას ცდილობენ, თუმცა მათ ბევრი მოცილე ჰყავთ.

გამომშვები:, "ქაღალდის ნავი"
ხანგრძლივობა: 01:05:46
გახმოვანება: ორიგინალი (ქართული)

ფილმის თრაილერი


Адаптация by © ZEUS